14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
08:04 AM
მიმდინარე ღონისძიებები მიმდინარე
  • გამოქვეყნების თარიღი: 24.11.2016

    ივ. ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

    24 11/2016

    24 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ივანე ჯავახიშვილის მიერ ევროპული საგანმანათლებლო პრინციპების დანერგვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918-1926 წლებში, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

  • გამოქვეყნების თარიღი: 03.11.2016

    ჟურნალ "გზავნილის" პრეზენტაცია

    03 11/2016


    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები გიწვევთ ჟურნალ "გზავნილის" პრეზენტაციაზე. 

     

    სტუდენტები წარმოადგენენ სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადებულ გზავნილებს ხარაგაულიდან და ჭიათურიდან. ასევე გაეცნობით ფოტოგამოფენასა და სატელევიზიო სიუჟეტებს. ღონისძიება მოეწყობა სასწავლო კურსის "ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე).

    4 ნოემბერი, პარასკევი,
    16:00 სთ

    ი. ჭავჭავაძის 1
    თსუ-ის I კორპუსი
    სააქტო დარბაზის ფოიე

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

    ნინო ტაბაღუა 568 82 58 35

    ქეთი გოგუაძე 568 95 47 49

  • გამოქვეყნების თარიღი: 24.12.2014

    თამაზ ჭელიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

    24 12/2014

    24 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის,  აკადემიკოს თამაზ ჭელიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,  თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 23.12.2014

    „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“

    23 12/2014

    23 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 19.12.2014

    სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „ორგანიზებული დანაშაული“

    19 12/2014

    19 დეკემბერ , 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლისსამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელშეწყობით   გაიმართება  სტუდენტური კონფერენცია თემაზე„ ორგანიზებული დანაშაული“.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3,   თსუ II კორპუსი,   მცირე საკონფერენციო დარბაზი (№135 აუდიტორია)

  • გამოქვეყნების თარიღი: 19.12.2014

    თსუ გორდელას კონცერტი

    19 12/2014

    19 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ გორდელას“ კონცერტი გაიმართება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

  • გამოქვეყნების თარიღი: 18.12.2014

    იოსებ ყიფშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

    18 12/2014

    18 დეკემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  გაიმართება  უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის იოსებ ყიფშიძის  ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველურ ენათა კვლევის საკვანძო საკითხები და პერსპექტივები“.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  I კორპუსი, № 107 აუდიტორია  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის  აუდიტორია)

  • გამოქვეყნების თარიღი: 17.12.2014

    ირანული ფილმის „ჩვენი ცხოვრების დღეები“ ჩვენება

    17 12/2014

    17 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანელი რეჟისორის ფარვიზ შეიხთადის ფილმის „ჩვენი ცხოვრების დღეები“ ჩვენება გაიმართება. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 16.12.2014

    ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორის, არქეოლოგ პაოლო ბიაჯის საჯარო ლექციები

    16 12/2014

    ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი პაოლო ბიაჯი  16-19 დეკემბერს თსუ-ს I კორპუსში გამართავს საჯარო ლექციების კურსს თემებზე – ადრეული და გვიანი პალეოლითის ხანა აზიაში, გვიანი პალეოლითის ხანის მონადირეები.

    დასწრება თავისუფალია.

    ლექციები გაიმართება თსუ I კორპუსში, 
    16, 18, 19 დეკემბერს 17.00 საათზე 
    206-ე აუდიტორიაში, 
    17 დეკემბერს 17.00 საათზე 201-ე აუდიტორიაში .

  • გამოქვეყნების თარიღი: 15.12.2014

    კონფერენცია "ძირითადი რელიგიური კონფესიები და კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები"

    15 12/2014

    15 დეკემბერს, 11.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ძირითადი რელიგიური კონფესიები და კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები" გაიხსნება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი,  აუდიტორია № 107

  • გამოქვეყნების თარიღი: 12.12.2014

    „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XV-XVI ნომრების გაერთიანებული ტომის პრეზენტაცია

    12 12/2014

    12 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XV-XVI ნომრების გაერთიანებული ტომის პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი,  212-ე აუდიტორია 

  • გამოქვეყნების თარიღი: 11.12.2014

    გიორგი (გოგლიკო) ჩოგოვაძის ხსოვნის საღამო თსუ-ში

    11 12/2014

    11 დეკემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის შვილიშვილისა და საფრანგეთში ყოფილი ელჩის გოჩა ჩოგოვაძის ვაჟიშვილის - გიორგი (გოგლიკო) ჩოგოვაძის დაბადებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო - ,,ლეგენდა მეგობრობაზე.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 10.12.2014

    „საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“

    10 12/2014

    10 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი,   №115 აუდიტორია (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) 

  • გამოქვეყნების თარიღი: 27.11.2014

    ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას საჯარო ლექცია თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში

    27 11/2014

    27 ნოემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიწვევთ მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე: "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან"

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია № 115

  • გამოქვეყნების თარიღი: 24.11.2014

    "იაპონური კულტურის ფესტივალი" თსუ-ში

    24 11/2014

    24 ნოემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "იაპონური კულტურის ფესტივალი" გაიმართება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 21.11.2014

    შემეცნებით-საგანმანათლებლო ჟურნალის „ვაკე“ პრეზენტაცია

    21 11/2014

    21 ნოემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ჟურნალის „ვაკე“ პრეზენტაცია. 

  • გამოქვეყნების თარიღი: 20.11.2014

    მეცნიერების დღეები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

    20 11/2014

    20, 21, 22  ნოემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მეცნიერების დღესთან დაკავშირებით 11 სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.

  • გამოქვეყნების თარიღი: 17.11.2014

    “ამერიკელი მეცნიერის თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული სამყარო“

    17 11/2014

    17 ნოემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “ ამერიკელი მეცნიერის თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული სამყარო“ გაიმართება. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 317

  • გამოქვეყნების თარიღი: 14.11.2014

    საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მიჯნაზე: დრო და სივრცე“

    14 11/2014

    14 ნოემბერს, 10.15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშისაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მიჯნაზე: დრო და სივრცე“ გაიხსნება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 13, თსუ მე-8 კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 14.11.2014

    "სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია

    14 11/2014

    14 ნოემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში"საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი,  107-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 13.11.2014

    რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და თანამედროვეობა“

    13 11/2014

    13 ნოემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და თანამედროვეობა“ გაიხსნება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 13.11.2014

    თსუ რექტორის პრესკონფერენცია

    13 11/2014

    13 ნოემბერს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე პრესკონფერენციას გამართავს.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 12.11.2014

    წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები თსუ-ში

    12 11/2014

    12 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები გაიმართება. 

     

  • გამოქვეყნების თარიღი: 11.11.2014

    „გზავნილი რაჭიდან“

    11 11/2014

    11 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალის„გზავნილი რაჭიდან“ პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი,  სააქტო დარბაზის ფოიე 

  • გამოქვეყნების თარიღი: 10.11.2014

    გამოფენა „წიგნები სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ კირიონ II - ის პირადი კოლექციდან“

    10 11/2014

    10 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  გამართავს გამოფენას „ წიგნები სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ კირიონ  II - ის   პირადი კოლექციდან“. 

    მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

  • გამოქვეყნების თარიღი: 07.11.2014

    ჟურნალის ,,გზავნილი რაჭიდან" პრეზენტაცია

    07 11/2014

     

     

    11 ნოემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსის საქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება ჟურნალის ,,გზავნილი რაჭიდან" პრეზენტაცია.

    ჟურნალი მომზადებულია თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ სასწავლო საგნის - „ბეჭდური მედია 2“-ის ფარგლებში.

    პრეზენტაციას დაესწრებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები, მოწვეული სტუმრები რაჭიდან, ასევე თსუ-ს სტუდენტები.

  • გამოქვეყნების თარიღი: 06.11.2014

    სამეცნიერო ფორუმი „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება“

    06 11/2014

    6 ნოემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო ფორუმი თემაზე: „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება“. ფორუმზე მოხსენებით გამოვა პროფესორი გიორგი ხუბუა. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 101

  • გამოქვეყნების თარიღი: 03.11.2014

    ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების პერსონალური გამოფენა

    03 11/2014

    3 ნოემბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული საუკუნის ე.წ. 60-ელ მხატვართა თაობის წარმომადგენლების, ტყუპი ძმების, ავთანდილ და ტარიელ ვართაგავების  მე-8 პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე მხატვრების 54 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, III სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 01.11.2014

    საერთაშორისო კონფერენცია "კავკასიის სიძველეები მსოფლიო მუზეუმების საცავებში"

    01 11/2014

    1 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "კავკასიის სიძველეები მსოფლიო მუზეუმების საცავებში" გაიხსნება. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 31.10.2014

    სახალხო დამცველის საჯარო ლექცია „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“

    31 10/2014

    31 ოქტომბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექცია„გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის  1, თსუ  I კორპუსი, აუდიტორია 101

  • გამოქვეყნების თარიღი: 30.10.2014

    წიგნის „ჩერქეზული გზამკვლევი“ წარდგინება

    30 10/2014

    30 ოქტომბერს  17:00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოს მარიამ ბეჟიტაშვილის წიგნის „ჩერქეზული გზამკვლევი“ წარდგინება გაიმართება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, 206-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 30.10.2014

    ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იუვალ ფუქსის საჯარო ლექცია

    30 10/2014

    30 ოქტომბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იუვალ ფუქსის  საჯარო ლექცია გაიმართება.  თემა: ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარება.

    დასწრება თავისუფალია.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 24.07.2014

    ჟურნალ „ქართველოლოგისა“ და „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ პრეზენტაცია

    24 07/2014

    24 ივლისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „ქართველოლოგისა“ და „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რუსთაველის ეროვნულის სამეცნიერო ფონდის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 18.07.2014

    კონფერენცია თემაზე: „ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში (სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები)“

    18 07/2014

    18 ივლისს, 10.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ცვლილებები  და  განვითარების  თანამედროვე  ტენდენციები  ქართულ  სისხლის  სამართალში (სისხლისსამართლებრივი  და  კრიმინოლოგიური  ასპექტები)“. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

  • გამოქვეყნების თარიღი: 17.07.2014

    საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

    17 07/2014

    17 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება რიგით მე-4 სტუდენტური კონფერენცია თემაზე „საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (107-ე აუდიტორია)

  • გამოქვეყნების თარიღი: 15.07.2014

    ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია

    15 07/2014

    15 ივლისს, 20:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (115-ე ოთახი)

  • გამოქვეყნების თარიღი: 11.07.2014

    კონკურსის “მისია 2014” ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოების საღამო

    11 07/2014

    11 ივლისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2014“ ფინალი და დაჯილდოების საღამო გაიმართება. 6 გუნდი ჟიურის წინაშე კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს ორ ბრენდზე - „სანტისიმო“ და „სანტინო“ შექმნილი პრეზენტაციებით წარდგება. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია №107

  • გამოქვეყნების თარიღი: 10.07.2014

    თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის

    10 07/2014

    10 ივლისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა მოაწერენ ხელს.

    მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მეათე (მაღლივი) კორპუსი, თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი

  • გამოქვეყნების თარიღი: 09.07.2014

    თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას შორის

    09 07/2014

    9 ივლისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას (სეა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გია ლობჟანიძე მოაწერენ ხელს.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 09.07.2014

    დოკუმენტური ფილმის „დაუსრულებელი სპექტაკლის ქრონიკა“ პრეზენტაცია

    09 07/2014

    9 ივლისს, 18.00 საათზე,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ მოწვეული პროფესორის, ოპერატორისა და რეჟისორის დავით გუჯაბიძის დოკუმენტური ფილმის „დაუსრულებელი სპექტაკლის ქრონიკა“ პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 08.07.2014

    ესპანური სამართლის ინსტიტუტის პრეზენტაცია თსუ-ში

    08 07/2014

    8 ივლისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური სამართლის ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 07.07.2014

    მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

    07 07/2014

    7 ივლისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება  რიგით მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში -ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

  • გამოქვეყნების თარიღი: 07.07.2014

    თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის

    07 07/2014

    7ივლისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემოაწერენ ხელს. 

    მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი , 107-ე აუდიტორია 

  • გამოქვეყნების თარიღი: 05.07.2014

    თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

    05 07/2014

    5 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-აისეტი) კურსდამთავრებულთა  გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე მამუკა ხაზარაძენინო ქადაგიძე-ჟვანია.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 03.07.2014

    წიგნის „შაინის საღი აზრი გადაუდებელ აბდომინურ ქირურგიაში“ პრეზენტაცია

    03 07/2014

    3 ივლისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი ამერიკული ბესტსელერის, ქირურგთა სამაგიდო წიგნის „შაინის საღი აზრი გადაუდებელ აბდომინურ ქირურგიაში“ პრეზენტაცია. წიგნის მთარგმნელი და პროექტის ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი  თეიმურაზ ქემოკლიძე.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 01.07.2014

    თსუ–ში ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის სკოლა აღდგება

    01 07/2014

    1 ივლისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, უნივერსიტეტის  I კორპუსი, 107–ე (ი.ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)

  • გამოქვეყნების თარიღი: 01.07.2014

    წიგნის "თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა" პრეზენტაცია

    01 07/2014
    1 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის,  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ირაკლი კოვზანაძის წიგნის "თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა" პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე 

     

  • გამოქვეყნების თარიღი: 01.07.2014

    იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარის პრეზენტაცია

    01 07/2014

    1 ივლისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარის პრეზენტაცია გაიმართება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი  კორპუსი, თსუ სააქტო დარბაზის ფოიე

  • გამოქვეყნების თარიღი: 30.06.2014

    საერთაშორისო კონფერენცია “არგო 2014 – ლეგენდის გაცოცხლება”

    30 06/2014

    30 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტიმ სევერინისა და "ახალი არგონავტების" საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. 


    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი № 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 30.06.2014

    თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-6 და მე-8 სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

    30 06/2014

    2014 წლის 30 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს საზაფხულო სკოლას „კულტურათაშორისი დიალოგი“, რომლის წარმატებით  დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.

    საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ს ორ სტუდენტს, რომლებიც უნდა ფლობდნენ თურქულ და ინგლისურ ენებს. 
    სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას იხდის სტუდენტი.   
     
    საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ  2014 წლის 8 მაისს, 12 საათზე თსუ-ის მეხუთე კორპუსში, ოთახი 104. 

    კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე. რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
    •    ავტობიოგრაფია (CV) თურქულ და ინგლისურ ენებზე;
    •    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    •    სტუდენტის აკადემიური მოსწრების (CPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
    •    ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;
    •    აკადემიური რეკომენდაცია ინგლისურ ან თურქულ ენაზე
    •    კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


    საკონკრსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
    თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
    თსუ-ს პირველი კორპუსი 
    ოთახი №121

  • გამოქვეყნების თარიღი: 27.06.2014

    ლუიჯი მაგაროტოსთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

    27 06/2014

    27 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ცნობილი ქართველოლოგის, ლუიჯი მაგაროტოსთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია. 
     
    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1 თსუ  I კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 26.06.2014

    ხელმოწერა „პარტნიორობის ინიციატივაზე“

    26 06/2014

    26 ივნისს, 12.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შვიდ უნივერსიტეტსა და ორ ბიზნეს-ასოციაციას შორის  „პარტნიორობის ინიციატივა“ გაფორმდება. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  აუდიტორია (№107)

  • გამოქვეყნების თარიღი: 26.06.2014

    ,,ევროპული წიგნის გამოფენა"

    26 06/2014

    26 ივნისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს ღონისძიებას ,,ევროპული წიგნის გამოფენა", სადაც გამოფენილი იქნება ევროპის ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ძეგლები, ქართულ ენაზეშესრულებულ თარგმანებთან ერთად.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

  • გამოქვეყნების თარიღი: 25.06.2014

    „აფხაზეთი დღეს. პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა“

    25 06/2014

    25 ივნისს, 13 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორი ზურაბ შენგელია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე:„აფხაზეთი დღეს. პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა“. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 06 აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 25.06.2014

    II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა"

    25 06/2014

    II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა" ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მიმდინარე წლის 25-27 ივნისს.

    კონფერენციის ძირითადი თემაა "ზღვა ინტერდისციპლინურ კონტექსტში", რითაც გვსურს სანაპირო სივრცის როლის წარმოჩენა სახელმწიფოთა, ხალხთა და კულტურათა პლანეტარული ინტეგრაციის ფონზე. 

    ასევე, კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერის, პროფესორ გიორგი გეხტმანის თაოსნობით ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის დაარსების 90 წლისთავს.
    კონფერენციაზე გათვალისწინებულია შემდეგი სექციების მუშაობა:
    •    გლობალიზაცია და რეგიონული კვლევები
    •    ეკონომიკა; საპორტო სისტემები, ტრანსპორტი და რეგიონული განვითარება
    •    საზოგადოებრივი გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები
    •    სოციოლოგია, სემიოტიკა, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები, ფსიქოლოგია
     
    კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

    კონფერენციის საიტი: www.ssp.tsu.ge

  • გამოქვეყნების თარიღი: 23.06.2014

    ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია

    23 06/2014

    23 ივნისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია „ბაირონი დედანსა და თარგმანში“ გაიმართება. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I  კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 20.06.2014

    შემეცნებითი ვიქტორინა თსუ-ში

    20 06/2014

    20 ივნისს, 17:00 საათზე, თსუ ბიბლიოთეკასთან არსებული შემეცნებითი კლუბის ეგიდით გაიმართება ,,შემეცნებითი ვიქტორინა“, სადაც მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შედგენილი 10 გუნდი (თითო გუნდში 5 სტუდენტი). კონკურსის შედეგად  გამოვლინდება სამ  საპრიზო ადგილზე გასული გუნდები (I, II, III). გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი,  ფოიე 

  • გამოქვეყნების თარიღი: 19.06.2014

    იაპონური კულტურის საღამო თსუ-ში

    19 06/2014

    19 ივნისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ იაპონისტიკის მიმართულების ორგანიზებით იაპონური კულტურის საღამო გაიმართება.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 19.06.2014

    ბუნდესტაგის წევრის ვიზიტი თსუ-ში

    19 06/2014

    19 ივნისს, 15.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიის ფედერალური პარლამენტის - ბუნდესტაგის პარტია ქრისტიან დემოკრატიული კავშირი / ქრისტიან სოციალური კავშირის (CDU/CSU) წევრი, დოქტორი მარტინ პეტცოლდი შეხვდება. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 16.06.2014

    საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“

    16 06/2014

    16 ივნისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ გაიხსნება.

    კონფერენცია 18 ივნისს დასრულდება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1 თსუ  I კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 13.06.2014

    VI სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია თსუ-ში

    13 06/2014

    13 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის "ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის" ფარგლებში  VI სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია გაიმართება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

     

  • გამოქვეყნების თარიღი: 13.06.2014

    VI რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია

    13 06/2014

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის - "ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის" ფარგლებში -  2014 წლის 13-14 ივნისს VI რეგიონთაშორის სტუდენტურ   კონფერენციას გამართავს.

    კონფერენციის მიზანი: 
    სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა  ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. 
    კონფერენცია მრავალპროფილიანია - სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. 
    კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ  ბაკალავრიატის და  მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებს.

    კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.

    იმუშავებს შემდეგი სექციები:

    • ჰუმანიტარული მეცნიერებანი  (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკისმცოდნეობა);
    • სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია);
    • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
    • სამართალმცოდნეობა და სხვა.


    კონფერენციაში  მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2014 წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა)  მოხსენებისთვის. მეილზე:  studentsconference@tsu.ge.
    კონფერენციის პროგრამა  დაიბეჭდება.

    შერჩეული მასალები გამოიცემა სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში მერმისი.
         
    განაცხადის ფორმა:

    • სასწავლებლის დასახელება და მისამართი;
    • მომხსენებლის გვარი, სახელი;
    • სასწავლო სტატუსი;
    • მისამართი, ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი;       
    • მოხსენების სათაური;
    • მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი.


    საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი გახდენა  საინფორმაციო წერილით.  

    დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: 
    პროფესორი თამარ პაიჭაძე - ტელ.: 599 184603                           
    პროფესორი კახაბერ ლორია - ტელ.: 599 577575455

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №1


    მასალების გაფორმების წესი:
    ტექსტის ენა - ქართული;
    რედაქტორის პარამეტრები Word-ი Windows -თვის;
    ფურცლის ზომა - A – 4;
    მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 3სმ;
    შრიფტი - sylfaen;
    შრიფტის ზომა - 12;
    სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
    თეზისების ტექსტის ფორმატი:
    თემის სახელწოდება: sylfaen, bold, 14;
    ავტორი: sylfaen 12, ასომთავრულით, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის და ხელმძღვანელის  გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ, ინიციალები იბეჭდება ინტერვალის გარეშე იტალიკით;
    ძირითადი ტექსტი sylfaen, 12. 
    დამოწმებული ლიტერატურა უნდა დალაგდეს ინდექსის მიხედვით, შემდეგი წესით, მაგ:
    Соловьев 1939:  Соловьев, B. "Собр. сочинений", (Т  I) Москва, 1939г.       
    კეკელიძე  1980. კ. კეკელიძე   წლის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია თბილისი 1980.

  • გამოქვეყნების თარიღი: 30.05.2014

    საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის, ნიდერლანდების საელჩოსა და Garage48-ს მხარდაჭერით ჰაკატონი გაიმართება

    30 05/2014

    საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის, ნიდერლანდების საელჩოსა და Garage48-ს მხარდაჭერით, 30 მაისი - 1 ივნისის პერიოდში ჰაკატონი ჩატარდება.  

    ჰაკატონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს: დეველოპერს , დიზაინერს, ტექნოფილს, ნოვატორ ლიდერს და აქტიურ მოქალაქეს.
    გაქვთ, ახალი იდეები, მოქალაქეებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? გსურთ, იყოთ საქართველოში სოციალური ინოვაციების მესაჭე? დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ  მონაწილეობა 30 მაისი - 1 ივნისის ჰაკატონში,  რომელსაც  უმასპინძლებს  Garage48 და მხარს  უჭერენ  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და ნიდერლანდების საელჩო. 

    ეს არის ღონისძიება, გაბედული და ახალ წამოწყებებზე ორიენტირებული, აქტიური ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, თავიანთი ახალი იდეა გარდაქმნან პროდუქტად (ან მუშა პროტოტიპად), ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში. ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა უნარების და როლების მქონე ადამიანებს:  

    • დიზაინერები - დამოუკიდებელი მოაზრონვეები, რომლებიც ქმნიან ვიზუალურ იდენტობას და მომხმარებლის ინტერფეისის
    • ვებდეველოპერები - HTML / CSS / AJAX / JS
    • პროგრამისტები და მობილური აპლიკაციების შემქმნელები  
    • ნოვატორი ლიდერები ან პროექტის მენეჯერები - ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ბიზნეს იდეების წამოწყება, გუნდების მართვა და სამუშაოს დროულად შესრულება
    • მარკეტინგის გურუები
    • დიპლომატები, ადამიანის უფლებათა დამცველები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტები, მივესალმებით ასევე ყველა ჟურნალისტს!  


    ჰაკატონში გამარჯვებულებს გადაეცემათ 3,000 აშშ დოლარამდე ოდენობის განვითარების გრანტები! 

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით ონლაინ შემდეგი ფორმის გამოყენებით. თუ, გაქვთ იდეები და გსურთ მათი განვითარება, გამოაგზავნეთ ისინი ელ-ფოსტაზე: info@elva.org 24 მაისს, შუაღამემდე. განაცხადი უნდა მოიცავდეს პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, მოქალაქეების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის იდეას.  
    გაქვთ შეკითხვები? დაუკავშირდით მარკ ვან ემბდენ ანდრესს ელვადან: mark@elva.org.

  • გამოქვეყნების თარიღი: 26.05.2014

    დაგეგმილი ღონისძიებები - 26 მაისი 2014

    26 05/2014

    2014 წლის 26-31 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა 74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. 

  • გამოქვეყნების თარიღი: 20.05.2014

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა

    20 05/2014

    წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჩაატარეს სტუდენტთა ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. შეჯიბრის დასკვნითი ტური ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფილიალში 2014 წლის 16-18 მაისს გაიმართა.
     
    შესარჩევ ტურში ხუთი უნივერსიტეტის თორმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში გავიდა ოთხი უნივერსიტეტის  (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) ექვსი გუნდი.
     
    ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, გამოავლინა გამარჯვებული - თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის გუნდი (ანა ოსაძე, ნათია პერტაია და ონისიმე ცხომელიძე)   და საუკეთესო სპიკერი თსუ სტუდენტი ონისიმე ცხომელიძე.

  • გამოქვეყნების თარიღი: 20.05.2014

    ღია კარის დღე გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით

    20 05/2014

    20 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტი გიწვევთ ღია კარის დღეზე 2014-2015 სასწავლო წლისთვის გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით. 

    მისამართი: თსუ მე-2 კორპუსი, III სართული, აუდიტორია 336, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა.

    პროგრამის მოკლე მიმოხილვა:
    სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევებში არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა მთელ კავკასიაში. პროგრამის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს (თბილისი), რატგერსის უნივერსიტეტსა (აშშ, ნიუ ჯერსი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი, ბუდაპეშტი) გენდერის კვლევის პროგრამებს შორის. გენდერის კვლევების ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში; შეისწავლონ გენდერული თანასწორობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები, ფემინისტური თეორიები. სწავლის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელიწადი. სწავლების ენა - ქართული.

  • გამოქვეყნების თარიღი: 19.05.2014

    საქართველოს ევროკვშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება: შეხვედრა პროგრამის „4+1“ მონაწილე სტუდენტებთან

    19 05/2014

    19 მაისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უნივერსიტეტში ჩარიცხული „4+1“ პროგრამის ბენეფიციარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდებიან. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაესწრება. 

    შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძე და ქეთევან ციხელაშვილი სტუდენტებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს ევროკავშირთან  ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე განათლების სფეროში. შედგება კლიპის პრეზენტაცია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

    შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 19.05.2014

    "საერთაშორისო და შედარებითი (კომპარატივისტული) განათლება"

    19 05/2014

    19 მაისიდან  6 ივნისის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფულბრაიტის სტიპენდიატი, ჩიკაგოს ჩრდილოაღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანა გილ-გარსია, წაიკითხავს ლექციების ციკლს თემაზე: "საერთაშორისო და შედარებითი (კომპარატივისტული) განათლება". 

    ლექციები ჩატარდება თსუ პირველ კორპუსში,  ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 18:00 - 21:00 სთ.
      
    ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი - აუდ. 022, ოთხშაბათი, პარასკევი - აუდ. 023.


    ლექციებზე დაწრება შეუძლიათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. კურსის წარმატებულად გავლის შემთხვევაში ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს; დოქტორანტურის სტუდენტები კი დამატებით მიიღებენ 5 კრედიტს.

    ლექციებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 13 მაისის ჩათვლით და მისწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, რომელ პროგრამაზე სწავლობთ) თამარ პეტრიაშვილს:tamunapetriashvili@gmail.com

  • გამოქვეყნების თარიღი: 16.05.2014

    ჟურნალის ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ პრეზენტაცია

    16 05/2014

    16 მაისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის   ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო ჟურნალის,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“  N2, 2012 წ. პრეზენტაცია გაიმართება. 

    ასევე გაიმართება  ფუნდამენტური  კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების   2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ”ანთიმოზ ივერიელი ქართულ-ევროპული დიალოგის” (FR/454/2-170/13) პრეზენტაცია.  სამეცნიერო ხელმძღვანელი  ანასტასია ზაქარიაძე, ძირითადი პერსონალი: დემურ ჯალაღონია, ვალერიან რამიშვილი,  ირაკლი ბრაჭული, დეკანოზი ალექსი  ქშუტაშვილი.

    ჟურნალის პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საერთაშორისო ჟურნალის ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“   სარედაქციო საბჭოს უცხოელი წევრები: კონსტანცის ,,ოვიდიუსის’’ უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაუ დურა (რუმინეთი) და ბუქარესტის ყოვლადწმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი მიჰაილი (სტანჩიუ). 

    ჟურნალში  დაბეჭდილია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების საინტერესო სტატიები, ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი მასალები, კერძოდ, მეტაფიზიკის და ეპისტემოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიის, სოციალურ-პოლიტიკური, ესთეტიკურ–ეთიკურ პრობლემებზე, ასევე ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.  ახალი თარგმანები კომენტარებით. 

    ჟურნალი ხელს შეუწყობს ევროპული და ქართული ფილოსოფიური აზროვნების და თეოლოგიის სამეცნიერო წრეების ნაყოფიერ თანამშრომლობას. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 16.05.2014

    ნინო პოპიაშვილის წიგნის “ომი ქალის მეხსიერებაში (ქართველი და ოსი ქალების ზეპირი ისტორიები)” პრეზენტაცია

    16 05/2014

    16 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნინო პოპიაშვილის წიგნის “ ომი ქალის მეხსიერებაში (ქართველი და ოსი ქალების ზეპირი ისტორიები)” პრეზენტაცია გაიმართება.

    წიგნში შესულია ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ქალთა პროგრამის მიერ  2003 წელს გამოცხადებული კონკურსის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა და ჩაწერილი ქართველი და ოსი ქალების ზეპირი ისტორიები. 

    ზეპირი ისტორიები არის ისტორიული ამბების გახსენება სხვადასხვა პრიფესიის მქონე თვითმხილველების მიერ. ზეპირი ისტორიები - ეს არის გადმოცემათა გადმოცემა. ასეთ ისტორიებს არ აქვს პრეტენზია უტყუარობაზე, ჭეშმარიტებაზე, ეს არის ინტერპრეტაციებზე, ემოციებსა და ინდივიდუალურ შეხედულებებზე, საკუთარი თვალით ნანახსა და განცდილზე დაფუძნებული მონათხრობი. ისტორიის პერსონალური ხედვა ზეპირი ისტორიების ამოსავალი წერტილია. ის უკავშირდება მოვლენას, რომელიც მართლაც შევიდა ისტორიაში და ინდივიდის მეხსიერებაში არის დალექილი. ასეთი მოგონებები ფაქტებზე დაფუძნებულ ისტორიასთან მჭიდრო კავშირშია. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ღირებული, კორექტული და ნამდვილია ნაამბობი, ვიდრე - ოფიციალური ისტორია.

    წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეოცე საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის შესწავლით დაინტერესებული მკითხველებისათვის, ქართულ-ოსური ურთიერთობების მკვლევარებისთვის, კონფლიქტოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის, გენდეროლოგებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ექსპერტებისთვის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, სამთავრობო სტრუქტურებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მკითხველთა ფართო წრისათვის.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 16.05.2014

    თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

    16 05/2014

    2014 წლის 16 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

    სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:
    • არღუთაშვილი ვალერი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი)
    • გოგოლაძე მარიამ (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის მეცხრე სემესტრის სტუდენტი)
    • ეგნატაშვილი დემეტრე (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, სამართლის სადოქტორო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტი)
    • ნადირაძე ანდრია (ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისიტი/ანალიტიკოსი)
    • რამიშვილი ნაზიბროლა (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის სტაჟიორი)
    • ქურდოვანიძე ნონა (ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი)
    • ხასია გვანცა (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი)

    საარჩევნო პროცესის ვადები:
    კანდიდატთა რეგისტრაცია - 26 აპრილი-5 მაისი
    დამკვირვებელთა რეგისტრაცია - 12 მაისი-14 მაისი

  • გამოქვეყნების თარიღი: 15.05.2014

    განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე

    15 05/2014

    15 მაისს, 11.00 საათზე საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე გაიხსნება. სტუდენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში ჩართვის შესახებ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაციები გაიარონ ცენტრის ტუტორებთან.

    ღია კარის დღე გაგრძელდება 11:00-დან 15:00 საათამდე. 

    დამატებითი ინფორმაცია ცენტრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.iec.gov.ge და ცენტრის ფეისბუქგვერდზე  www.facebook.com/iec.gov.ge

    განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა. ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადება.

    განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს 3 პროგრამას:
    • სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსება
    • საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერების და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევა
    • საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა
    სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე დაფინანსების მსურველთათვის რეგისტრაციის ვადებია 7მაისი-7 ივნისი

    მისამართი: წერეთლის N118,  საგამოფენო ცენტრი  ექსპო-ჯორჯია, მე-3 პავილიონი

  • გამოქვეყნების თარიღი: 15.05.2014

    ამერიკისმცოდნეობის XV ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია "შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში"

    15 05/2014
    15 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (ხელმძღვანელი: პროფესორი ვასილ კაჭარავა) ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე  ,,შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში". 

    ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

    კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ლათინური ამერიკისა და კანადის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის, ამერიკაში ქართული იმიგრაციისა და სხვ. საკითხებზე. კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის პროფესიულ დონეზე შესწავლის შედეგების წარმოჩენა და მიღებული ცოდნის გავრცელება საქართველოს საზოგადოების აკადემიურ და ფართო წრეებში, ასევე ქართველ ამერკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 115

     

  • გამოქვეყნების თარიღი: 14.05.2014

    ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრების ვიზიტი თსუ-ში

    14 05/2014

    14 მაისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა. ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი ზლატუშკა და კომიტეტის წევრები თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი  ტომაშ პერნიცკი დაესწრება.

    შეხვედრაზე ჩეხი დეპუტატები თსუ რექტორსა და  სტუდენტებს ჩეხეთში განათლებაში, კერძოდ, უმაღლეს განათლებაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრებიან.  ჩეხი სტუმრები გაეცნობიან საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, თსუ სტუდენტთა ჩართულობას ევროპულ უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით პროგრამებში. შეხვედრის ბოლოს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები უპასუხებენ სტუდენტთა კითხვებს.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 14.05.2014

    მარიამ (მაშო) ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი ნივთების გამოფენა თსუ-ში

    14 05/2014

    14 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართება ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის მარიამ (მაშო) ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი ნივთების გამოფენა. 

    მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად იბრძოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთვის. 1918 წელს იგი უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად აირჩიეს. 

    ღონისძიების ორგანიზატორია თსუ უნივერსიტეტის მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 13.05.2014

    „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია

    13 05/2014

    13 მაისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სამეცნიერო ჯგუფის (GDRI) - „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ჟენევიევ ფიორასო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი რადიკ მარტიროსიანი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე თინათინ ბოჭორიშვილი.

    სამეცნიერო ჯგუფი 2010 წელს ფრანგი და სამხრეთ კავკასიელი მეცნიერების მიერ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გასაანალიზებლად შეიქმნა. 

    პირველი პროექტი 2010-2014 წლებში განხორციელდა, რამაც პროექტის პარტნიორებს შორის მჭიდრო სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. პროექტის პარტნიორები არიან: ნიცა-სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), სომხეთის გეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (სომხეთი), სომხეთის დედამიწის სეისმოლოგიური და ფიზიკური ასოციაცია (სომხეთი) და სხვა. 
    კვლევითი ჯგუფის განახლებული პროექტი ხელს შეუწყობს დედამიწის მეცნიერებების საკითხებზე მომუშავე მკვლევართა თანამშრომლობას საფრანგეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან  და ახალი პარტნიორის სახით- უკრაინიდან. 

    განსაკუთრებული სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე მეორე ეტაპის (2014-2017 წწ.) განმავლობაში აქცენტი გაკეთდება ბუნებრივ რესურსებსა და სეისმურ რისკებზე. 

    GDRI წარმოადგენს იდეალურ ფორმას თანამშრომლობისთვის, რადგან იძლევა ინფორმაციის გაზიარების, ვორქშოფების ორგანიზების, მკვლევართა და სტუდენტთა გაცვლის საშუალებას. ამავ დროს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, შესაძლებელია სამეცნიერო აქტივობების განხორციელება „მარკო პოლოს პროგრამის“ და ერაზმუს მუნდუსის პროექტის ფარგლებში.

    მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 08.05.2014

    დისკუსია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თემაზე

    08 05/2014
    8 მაისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური ფორუმის ორგანიზებით გაიმართება  სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა. 

    შეხვედრაზე არჩევნების თემით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი პროგრამები და ხედვები სტუდენტური თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით. 

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

     

  • გამოქვეყნების თარიღი: 07.05.2014

    სტუდენტთა და პროფესორთა სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიში

    07 05/2014

    7 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტთა და პროფესორთა სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშით წარდგება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

    ღონისძიებაზე ოცზე მეტი საველე-სასწავლო კვლევა-ძიების ანგარიშთან ერთად, ექსპედიციების ამსახბელი ფოტოგამოფენა მოეწყობა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ექსპედიციების დროს აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები. მათ შორის ხუდონჰესის დატბორვის ზონაში აღმოჩენილი ძვ.წ. VII-VI სს. საკულტო-რელიგიური კომპლექსი, რომელიც უნიკალური და უმნიშვნელოვანესია მთელი წინარეანტიკური ეპოქის არქეოლოგიისთვის.

    ღონისძიება 8 მაისს დასრულდება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე უდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 07.05.2014

    პროფესორ ამირან კავაძის საჯარო ლექცია „საქართველოს საგარეო სამსახურის ინსტიტუციური განვითარება: პირადი მოგონებები და გამოცდილება“

    07 05/2014

    7 მაისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექცია „საქართველოს საგარეო სამსახურის ინსტიტუციური განვითარება: პირადი მოგონებები და გამოცდილება“.

    ლექციას წაიკითხავს ცნობილი ქართველი დიპლომატი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  პროფესორიამირან კავაძე. ბატონი ამირან კავაძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ვატიკანში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში და ფინეთში. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №165 , თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი

  • გამოქვეყნების თარიღი: 06.05.2014

    თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენა

    06 05/2014

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უერთდება ,,საბიბლიოთეკო კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და 6 მაისს, 15:00 საათზე გამართავს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემები და რესტავრირებული წიგნების ნიმუშები. 
    ასევე მოხდება ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების წარდგინება.

    მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 05.05.2014

    ტესტირება „სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის“ IV საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხი აპლიკანტებისათვის

    05 05/2014

    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტში ამა წლის 5 მაისს 12.00 საათზე ჩატარდება ტესტირება „სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის“ IV საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხი აპლიკანტებისათვის.

    ტესტირება ჩატარდება ტურიზმის განვითარების ინსტიტუტში უნივერსიტეტის ქ. № 2, ოთახი №7 (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი).
    დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2304722

  • გამოქვეყნების თარიღი: 05.05.2014

    შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია

    05 05/2014

    5 მაისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 

    პროექტის გამარჯვებული გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს თავად არჩევს: 1000 ლარს ან წიგნის თაროს 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალურ პრიზებს პროექტის ყველა ფინალისტი მიიღებს.

    დაჯილდოების შემდეგ დაგეგმილია ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია, რომელიც პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნზე ისაუბრებს.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 03.05.2014

    საინფორმაციო შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების შესახებ

    03 05/2014

    3 მაისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

    ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მოკლე პრეზენტაციები ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უნივერსიტეტების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

    შეხვედრა ტარდება იმ სტუდენტებისთვის, ვინც მიმდინარე სემესტრში გაიმარჯვა უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1. თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 03.05.2014

    გამოფენა „შექსპირის დადგმის ისტორია რუსთაველის თეატრში“

    03 05/2014

    3 მაისს, 12.00 საათზე რუსთაველის თეატრში გაიხსნება გამოფენა „შექსპირის დადგმის ისტორია რუსთაველის თეატრში“.  ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და რუსთაველის თეატრი.

    ექსპოზიციაზე გამოიფინება კოსტიუმები სპექტაკლებიდან. მათ შორის: აკაკი ხორავას კოსტიუმი („ოტელო“, 1937 წ.), გოგი-ალექსი მესხიშვილის და მირიან შველიძის მიერ შექმნილი კოსტუმები სპექტაკლებიდან „შობის მეთორმეტე ღამე“, „რიჩარდ III“, „ქარიშხალი“; წარმოდგენილი იქნება ესკიზები სპექტაკლებისა „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“. გამოიფინება რუსთაველის თეატრში დადგმული შექსპირის პიესების უნიკალური ფოტოები და პროგრამები; მათ შორის, რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ საზღვარგარეთ დადგმული სპექტაკლების ფოტოები და პროგრამები.

    გამოფენა შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. კონფერენციის ბოლოს შედგება შექსპირის „ქარიშხალის“ (რეჟ. რობერტ სტურუა) ვიდეოჩვენება.

    კონფერენციაზე, რომელიც 1 მაისს დაიწყო, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები შექსპირის კვლევებთან დაკავშირებით.

    მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, რუსთაველის თეატრი

  • გამოქვეყნების თარიღი: 02.05.2014

    გამოფენა - „ჩემი სტუდენტები“

    02 05/2014
    2 მაისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ პროფესორის, მხატვარ ლალი ლომთაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით: „ჩემი სტუდენტები“

    გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  23 პორტრეტი, რომელიც შესრულებულია გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკაში.

    მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზ1, თსუ I კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 01.05.2014

    შექსპირი 450 საერთაშორისო კონფერენცია

    01 05/2014

    2014 წლის  1-3 მაისს ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი აწყობს შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას. 

    დღის წესრიგი:
    1 მაისი , თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი

    10:30 - კონფერენციის დელეგატთა რეგისტრაცია.
    11:00 - კონფერენციის გახსნა და დილის სესია
                
    მაია ყიასაშვილი -  შექსპირის გავლენა ქართულ კულტურაზე
    როზმარი ლაკადუ-უესლი,  ჯონ ფ. ბურკე - შექსპირის ძიება მის სონეტებში           
    თინათინ  მარგალიტაძე -  დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი და შექსპირის ქართული თარგმანები
    ინესა მერაბიშვილი -130-ე  სონეტი და ინტერპრეტაციის პრობლემა თარგმნის დროს.
    ირაკლი ცხვედიანი - შექსპირული პარალელი როგორც მითოსური სტრუქტურის ელემენტი ჯეიმზ ჯოისის „ულისეში“
    მარტინ ნიკოლსი და თამარ ჟღენტი - შექსპირი და მედიცინა.
    ნანული კაკაურიძე - შექსპირის რეცეფცია შტურმერთა და იენის წრის რომანტიკოსთა ლიტერატურულ თეორიაში

    შესვენება 
    13:30   შუადღის სესია:

    თამარ გელაშვილი -  “All the charictures in the drame”:  „ზაფხულის ღამის სიზმრის“ ალუზიები „ფინეგანში“
    ლაშა ჩახვაძე -   აბსურდისტი შექსპირი ჯოისის „ულისეში“  ეთერ კირცხალია -  ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“.
    დათო ტაკიძე - კვენტინი, როგორც ჰამლეტის პაროდია უილიამ ფოლკნერის „ხმაურსა და მძვინვარებაში“
    რუსო ბახტაძე - შექსპირის რეცეფცია ჰენრი ჯეიმზის შემოქმედებაში
    ილია პაჭკორია -  Shakespeares Glitch Makes Tom Stoppard Rich

    პარასკევი, 2 მაისი
    თსუ პირველი კორპუსი, აუდ. 212 
    დილის სესია: 10:30


    ნუგეშა გაგნიძე - შექსპირის რეცეფციის საკითხი ახალგაზრდა გოეთეს ნაშრომში „შექსპირის დღისადმი“
    კონსტანტინე ბრეგაძე - „ღამით ჰამლეტთან ერთად დავიძინე“ („abends mit Hamlett zu Bette“) [ნოვალისი]: ანუ შექსპირის რეცეფცია გერმანულ რომანტიზმში.
    ზაზა გაჩეჩილაძე - ჰამლეტი, დონ-კიხოტი და დათა თუთაშხია
    ირინე აბესაძე - ქართული სახვითი შექსპირიანის მკვლევარი და ილუსტრატორი  ნინო ზაალიშვილი
    თეა ურუშაძე -  უ. შექსპირის პიესების სცენოგრაფიული გადაწყვეტილებების მრავალსახეობა ქართულ სცენაზე
    ელენე გოგიაშვილი - უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ და ხალხური ზღაპრის საერთაშორისო სიუჟეტი  თ  890
    ნათია ტერტერაშვილი და ნათელა საზანდრიშვილი - უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ გორის თეატრის სცენაზე.
    ნატო იმედაშვილი -  შექსპირი იბსენის პირისპირ: შექსპირის აღქმა ბერნარდ შოს ესეში: „იბსენიზმის  კვინტესენცია“.

    13: 30  საათი შუადღის სესია
    გია ყუფარაძე - უილიამ  შექსპირი „ჰამლეტი“: ზესეგმენტური და სეგმენტური სტილისტური ხერხები.
    ელისო ფანცხავა - „მე კი გმირი არა ვარ“ - სტივენ – ჰამლეტის პარალელი „ულისეში“
    ანა წერეთელი - შექსპირული ალუზიები ვირჯინია ვულფის რომანში „მისის დელოუეი“
    თამარ კობეშავიძე - ინტერტექსტუალობის პრობლემა: შექსპირის  „ქარიშხალი“ და ჯონ ფაულზის „კოლექციონერი“.
    ბაია კოღუაშვილი - შექსპირის დრამატურგიის სცენურობის საკითხისათვის ინგლისელ რომანტიკოსთა თეორიულ-ესთეტიკურ ნააზრევში
    ნინო დონდოლაძე - შექსპირის კვალი ფოლკნერის რომანში
    ირმა მაკარაძე -  შექსპირის აღმოსავლური წყაროები და „ციმბელინის“ წყაროების პრობლემა.
    თათია შენგელია - შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ და ქრისტოფერ მარლოუს „ებრაელი მალტიდან“
    ნათელა ფოფხაძე - შექსპირის პიესა ჰამლეტი–ს ახლებურად გააზრების ცდა (პ. ბრუკის მიერ)

    შაბათი, 3 მაისი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
    12:30  - თეატრის ფოიე

    გამოფენის გახსნა -  „შექსპირის დადგმის ისტორია რუსთაველის თეატრში“  - დავით მაზიაშვილი

    13:00 -  დილის სესია  რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

    თემურ კობახიძე - „ჰამლეტის“ ინტერპრეტაცია ტომას ელიოტის ლიტერატურულ თეორიაში
     მანანა გელაშვილი - შექსპირის „ქარიშხალი“ რობერტ სტურუას ინტერპრეტაციით
     დავით მაზიაშვილი - შექსპირის თეატრი როგორც დროის მანქანა ტომ სტოპარდის პიესასა და ფილმში „როზენკრანცი და გილდენსტერნი მკვდრები არიან“.

    14:00  - შესვენება
    14:30 შუადღის სესია:

    თამარ კახნიაშვილი -  „ჰამლეტი“ რუსთაველის თეატრის სცენაზე.
    სოფო თოთიბაძე -  As You Like it: As I like It.
    თეონა გარსევანიშვილი -  „(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი“: სიზმარი თუ რეალობა.
    მარიამ ღამბაშიძე -  სტურუას „რიჩარდ III“.
    ნინო ნადირაძე -  „მეფე ლირი“ რუსთაველის თეატრის სცენაზე.

    16:00 – 17:30 -  ვიდეოჩვენება - შექსპირის „ქარიშხალი“  -  რეჟისორი რობერტ სტურუა

  • გამოქვეყნების თარიღი: 01.05.2014

    ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო ფესტივალი "ოქრის საწმისი"

    01 05/2014

    1 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო ფესტივალის "ოქრის საწმისის" საზეიმო დახურვის ცერემონიალს გამართავს.

    ცერემონიალზე შედგება ფესტივალში გამარჯვებულთა დაჯოლდოება და საზეიმო კონცერტი.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ VIII კორპუსი,  სააქტო დარბაზი 

  • გამოქვეყნების თარიღი: 30.04.2014

    "გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი: ენა, ლიტერატურა, სოციალური ურთიერთობები"

    30 04/2014

    30 აპრილს, 11.30 საათზეივ. ჯავახიშვლისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნებასაერთაშორისოკონფერენცია: "გენდერულიდასკანდინავიურისწავლებანი: ენა, ლიტერატურა, სოციალურიურთიერთობები".            კონფერენციაშიმონაწილეობასმიიღებენგენდერულიპრობლემატიკისადასკანდინავისტიკისსფეროსმკვლევრებინორვეგიიდან, შვედეთიდან, ლიტვიდანდასაქართველოდან. კონფერენციაორგანიზებულია  სკანდივისტიკისდარგშითსუ-დაოსლოსუნივერსიტეტისთანამშრომლობისპროექტისფარგლებში. პროექტი ფინანსდება განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (SIU) მიერ. 
                კონფერენცია 2 მაისამდე გასტანს.

     

    მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,  თსუპირველკორპუსი, 101-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 30.04.2014

    დაგეგმილი ღონისძიებები - 30 აპრილი 2014

    30 04/2014

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 2014 წლის 30 აპრილს, გიწვევთ თარგმანის ცნობილი თეორეტიკოსის გიორგი წიბახაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე. 
    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 10 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ekaterinenavrozashvili@gmail.com(ეკატერინე ნავროზაშვილი).

  • გამოქვეყნების თარიღი: 29.04.2014

    თსუ პროფესორების, მოწვეული პედაგოგებისა და დოქტორანტების საყურადღებოდ!

    29 04/2014

    გაეცანით აშშ-ში აპრობირებულ საუნივერსიტეტო სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მიიღეთ სერტიფიკატები!

    მიმდინარე წლის 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სასწავლო ვორქშოფი, რომლის მიზანია ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში აპრობირებული პედაგოგიური პროგრამის - ,,სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის” გამოცდილების გაზიარება.  ვორქშოფს გაუძღვება ამავე პროგრამის წარმომადგენელი, განათლების დარგის დოქტორი როის ჯორჯი.

    ვორქშოფის მონაწილეებზე გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატები.

    ვორქშოფში გაიმართება: თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში, აუდიტორია 206. 
    29, 30 აპრილს და 1 მაისს, დასაწყისი 11:00 საათზე.

    ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა. 
    სამუშაო ენა ინგლისური და ქართული. 

    ვორქშოფი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო  დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

    აღნიშნული ვორქშოფები ტეხასის უნივერსიტეტში მოქმედი სრული პროგრამის შემოკლებული ვერსიაა და სტუდენტების სწავლებისთვის აუცილებელ რამდენიმე ასპექტს მოიცავს:
    •    სწავლების ფილოსოფია
    •   პირველი დღე /შეხვედრა სტუდენტებთან (სილაბუსებისა და სხვა  მოთხოვნების გაცნობა, თავისუფალი ინტერაქციისა და ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბება) 
    •    მოტივაცია და ჩართულობა, სტუდენტთა სწავლების სტილი, მეთოდები
    •    ეფექტური პრეზენტაცია 
    •    კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სწავლება
    •    სწავლება დიდი და მცირე აუდიტორიის შემთხვევაში 
    •    გუნდური მუშაობა 

    ვორქშოფის საშუალებით უნივერსიტეტის პროფესორებს, მოწვეულ პედაგოგებს, დოქტორანტებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ, თუ როგორ ხდება ამერიკაში პედაგოგთა სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარება, რა მოთხოვნებია და რას აქცევენ ყურადღებას აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორები სტუდენტთა სწავლების დროს. 

    ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სტუდენტთა სწავლების ხარისხის საკითხებით დაინტერებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა, უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა და ასევე, ,,მასკის” კურსდამთავრებულებმა.

    ვორქშოპში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ან მობრძანდეთ 29 აპრილს, 11:00 საათზეთსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

    დავით დარსაველიძე, ტელ: 592178877, E-mail: darsavelidze@gmail.com  
    უჩა გოგიშვილი,  ტელ: 577253097, E-mail: ucha.gogishvili@tsu.ge

  • გამოქვეყნების თარიღი: 29.04.2014

    გიორგი ახვლედიანი -127

    29 04/2014

    29 აპრილს, 15:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 127-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ საჯარო სხდომას გამართავს.

    იხილეთ პროგრამა

    მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ,  VIII  კორპუსი, II  სართული,  220-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 27.04.2014

    "საუბრები თავისუფლებაზე"

    27 04/2014

    27 აპრილს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსთაველის თეატრი წარმოადგენს ერთობლივ საგანმანათლებლო-ინტელექტუალურ პროექტს „საუბრები თავისუფლებაზე".პროექტის  სტუმარია ფილოსოფისი ზაზა შათირიშვილი.

    პროექტის „საუბრები თავისუფლებაზე“ მიზანია თავისუფლების რაობის ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების ანალიზი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა. გამოფენილი იქნება რუსთაველი თეატრის მუზეუმში დაცული ექსპონატები, რომლებიც რუსთაველის თეატრში თავისუფლების იდეის გარშემო არსებული დადგმების ისტორიას ასახავს. 

    პროექტი განკუთვნილია თსუ-ის და სხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ინგლისურ ლიტერატურას და ზოგადად, დასავლეთ ევროპის ყველა მნიშვნელოვანი მწერლის, ხელოვანის თუ მოაზროვნის შემოქმედებას სწავლობენ. 

    პროექტი ხელს შეუწყობს თავისუფლების იდეის უფრო ღრმად გააზრების, შესწავლისა და მომავალში კვლევით საქმიანობას, როგორც თეატრალურ-სახელოვნებო ასევე მხატვრულ და აზრობრივ სივრცეში. ასევე, ამგვარი ინტელექტუალური და სახელოვნებო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

    პროექტის ავტორი და მოდერატორია თსუ ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი. რუსთაველის თეატრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სახელოვნებო პროექტების განხორციელებას.

    მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, რუსთაველის თეატრი

  • გამოქვეყნების თარიღი: 26.04.2014

    გადაცემა - ,,უნივერსიტეტი"

    26 04/2014

    26 აპრილს, 17:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გავა გადაცემა "უნივერსიტეტი".

    გადაცემაში განხილული იქნება შემდეგი თემები:
    - ვინ არიან წლის საუკეთესო მეცნიერ-მომხსენებლები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ფორუმზე გამოვლინდნენ? 
    - როგორ უნდა მოიხმარონ სტუდენტებმა ინტერნეტი საკუთარი თავის სასარგებლოდ და არა საზიანოდ, როგორც ეს ხშირ შემთვევაში ხდება?
    - ენის წახდენის გზაზე დამდგარ ერს რა გამოსავალს სთავაზობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ არაბული - შეხვედრა ენათმეცნიერთან. 

  • გამოქვეყნების თარიღი: 26.04.2014

    ეროვნული კონფერენცია მიგრაციის საკითხებზე

    26 04/2014

    26 აპრილს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ეროვნული კონფერენცია: „მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები“. კონფერენციის ფარგლებში მოხდება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მიგრაციის სფეროში კვლევისა და სტაჟირების საკითხებში თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თამჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. 

    საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისე საქართველოს პოლიტიკური დიალოგის ჭრილში ევროკავშირთან. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მხოლოდ ცალკე მდგომი დანაშაული არ არის. ეს დანაშაული საფუძველშივე აზრს უკარგავს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას.        
                         
    მიგრაცია მრავალწახნაგოვანი ფენომენია, რომელიც როგორც სამართლის, ისე მრავალი სხვა დარგის სპეციალისტთა ფართო ინტერესს იმსახურებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ დადებითი ან უარყოფითი ეკონომიკური გავლენის ჭრილში.
    ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული კონფერენციის მიზანია მიგრაციის მართვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება.

    კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, აკადემიის წარმომადგენლები და კონფერენციის თემებზე მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 26.04.2014

    სტუდენტთა მეორე ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის რეგიონული კონფერენცია

    26 04/2014

    ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრე 26 აპრილს ატარებს სტუდენტთა მეორე ყოველწლიურ ამერიკისმცოდნეობის რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება აშშ-ში სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების 50-ე წლისთავს. 

    კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი აკადემიური მიმართულების ბაკალავრიატის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

    კონფერენციის მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკის ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის, ხელოვნების, ეთნოლოგიის, სოციალურ, ქალთა და სხვა საკითხებს.

    განსაკუთრებით მივესალმებით სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც ამერიკაში სამოქალაქო უფლებების ისტორიის საკითხებს ეხება.

    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე mariamikhat@yahoo.com 23 აპრილის, 22:00 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მასალები მიმაგრებული ფაილის სახით (დანართი) :

    • ·პირადი ინფრმაცია (სახელი, გვარი, სასწავლებლის, პროგრამის, კურსის დასახელება, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და მობილურის ნომერი)
    • ·სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია დასკანერებული (მითითებული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელის აკადემიური სტატუსი, სასწავლებელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და მობილურის ნომერი)
    • ·მოხსენებები სრული ტექსტისა (5-6 გვერდი, Font: Sylfaen, ზომა 12) და თეზისების სახით (ერთი გვერდი)


    დაგვიანებით გადმოგზავნილი განაცხადები არ დაიშვება!

    მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი

    კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი


    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: mariamikhat@yahoo.com

  • გამოქვეყნების თარიღი: 26.04.2014

    ამერიკული მუსიკის საღამო

    26 04/2014

    26 აპრილს, 17:00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეორე ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ამერიკული მუსიკის საღამო. დასწრება თავისუფალია. 

    სტუდენტთა კონფერენცია წელს მეორედ ტარდება და ეძღვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების 50–ე წლისთავს.

    მისამართი: ი.ჭავჭვაძის 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, სააქტო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 25.04.2014

    მწერალთა სახლი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 25 აპრილს წარმოგიდგენთ ამერიკული პოეზიის საღამოს

    25 04/2014

    მწერალთა სახლი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 25 აპრილს წარმოგიდგენთ ამერიკული პოეზიის საღამოს. 

    ზვიად რატიანი და შოთა იათაშვილი - XX საუკუნის ამერიკელ პოეტთა ლექსების საკუთარ თარგმანებს წაიკითხავენ - წლების განმავლობაში მათ მიერ თარგმნილმა ამერიკულმა პოეზიამ სტანდარტი დაამკვიდრა და უკვე მრავალ თანამედროვე ქართველ პოეტზე მოახდინა გავლენა. ისინი გვიამბობენ თარგმანის სირთულეებზე და წაგვიკითხავენ თავიანთ ცნობილ თუ უცნობ თარგმანებს. 
    საღამოში ასევე მონაწილეობს ჯეიმს დიუი (საელჩოს კულტურის ატაშე), პოეზიის მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე, რომელიც რამდენიმე ამერიკელი პოეტის ლექსებს შემოგვთავაზებს ინგლისურ ენაზე.

    თან წამოიყვანეთ თქვენი ინგლისურენოვანი მეგობრები, ყველა თარგმანს თან ინგლისური დედნის ტექსტი გაჰყვება ვიდეოპროექციით. 

    25 აპრილს, პარასკევს, 19:00 საათზე მწერალთა სახლის კარი ღიაა ამერიკული პოეზიის მოყვარულთათვის!

  • გამოქვეყნების თარიღი: 25.04.2014

    მიხაკების რევოლუციის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

    25 04/2014

    25 აპრილს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პორტუგალიის მიხაკების რევოლუციის 40 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. 

    მიხაკების რევოლუცია (25 აპრილიб 1974 წ.) იყო მშვიდობიანი რევოლუცია, რომელმაც დაასრულა 40 წლიანი ფაშისტური დიქტატურა პორტუგალიაში. ხალხი, არმიის ნაწილთან ერთად ქუჩაში გავიდა,  რათა ებრძოლათ თავისუფლებისათვის და კოლონიალური ომის დასასრულებისათვის. 

    ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება ფილმის ჩვენება. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ კამოეშის ცენტრი.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 24.04.2014

    ინგლისურ-ქართულ ლექსიკოგრაფიაში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

    24 04/2014

    24 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ-ქართულ ლექსიკოგრაფიაში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

    კონკურსი თსუ ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებამ გამოაცხადეს.

    კონკურსის მონაწილე სტუდენტებს დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტორებმა ჩაუტარეს ტრეინინგები პრაქტიკულ ლექსიკოგრაფიაში. საკონკურსო დავალება მოიცავდა 5 სიტყვა-სტატიის შედგენას დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონისათვის.

    გამარჯვებული სტუდენტები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 212

  • გამოქვეყნების თარიღი: 24.04.2014

    ინოვაცია საქართველოში: „გაკვეთილები და რეკომენდაციები მეცნიერებისა და საგანმანათლებლო ლიდერობისათვის“

    24 04/2014

    24 აპრილს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი თემაზე: ინოვაცია საქართველოში : „გაკვეთილები და რეკომენდაციები მეცნიერებისა და საგანმანათლებლო ლიდერობისათვის“. ღონისძიება ტარდება უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის,  საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით. 
    სემინარი ეხება მეცნიერების მიმართ თანამედროვე მიდგომებისა და ტენდენციების გაცნობას, მის მართვასა და  როლს ბიზნესში.   
    კერძოდ განხილული იქნება შემდეგი თემები:

    • მეცნიერება ბიზნესისთვის;
    • მეცნიერების სტრატეგიის განვითარება;
    • ბიზნეს გეგმების შედეგენა;
    • უნივერისტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში ბიზნესის დაწყება და მისი განვითრაება (start ups and spin offs);
    • ტექნოლოგიების გადაცემა და კომერციალიზაცია.


    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 24.04.2014

    სტუდენტური ფორუმი

    24 04/2014
    24 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება. ფორუმზე  ფაკულტეტების საბჭოების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებებს წაიკითხავენ მათი ავტორები-თსუ სტუდენტები. თითო ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იქნება სამივე საფეხურის სტუდენტთა თითო-თითო ნაშრომი.  ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებისთვის - 500 ლარის, მაგისტრანტებითვის -  1000 ლარის, დოქტორანტებისთვის -  1500 ლარის ოდენობით. 
    სტუდენტური ფორუმი 25 აპრილს დასრულდება.


    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 23.04.2014

    გამოფენა „ერთადერთი რაინდი“

    23 04/2014

    23 აპრილს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ერთადერთი რაინდი“ გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თსუ-ს მუზეუმში დაცული მეცნიერის პირადი მემორიალური ნივთები და დოკუმენტები, აგრეთვე უნივერსიტეტის დაარსების ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალა, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიაში განხორციელებულ ღირსშესანიშნავ ფაქტებს ქრონოლოგიურად გადმოგვცემს.

    ღონისძიების ორგანიზატორებია თსუ მუზეუმი და საქართველოს ეროვნული არქივი.

    ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა  1876 წლის  23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2014 წელს  მეცნიერის 138 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

  • გამოქვეყნების თარიღი: 23.04.2014

    ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი

    23 04/2014

    23 აპრილს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება. ფორუმზე  საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებებს წაიკითხავენ მათი ავტორები - თსუ პროფესორები, ემერიტუსები და მეცნიერ-თანამშრომლები. თითო ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იქნება თითო ნაშრომი.  ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

  • გამოქვეყნების თარიღი: 20.04.2014

    საერთაშორისო კონფერენცია ტარტუს უნივერსიტეტში

    20 04/2014

    სტატიების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 20 აპრილი.
    დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

    Call for papers for EUBORDERREGIONS conference "BORDERS, REGIONS, NEIGHBORHOODS: Interactions and experiences at EU external frontiers"; 27-28 November 2014, Tartu, Estonia.

    Organizers: EUBORDERREGION consortium, Peipsi Center for Transboundary Cooperation (www.ctc.ee) and the Centre for EU-Russia Studies at the University of Tartu (www.ceurus.ut.ee).

    Academic conveners: Prof. James Scott, University of Eastern Finland (James.Scott@uef.fi) & Prof. Andrey Makarychev, University of Tartu (andrey.makarychev@ut.ee)

    Objective: This conference aims to provide an open forum for presentation, exchange and discussion of original research focusing on the plethora of issues and topics that relate to the external borders of the European Union. We hope to attract papers that focus on diverse geographical areas, and approach the question of borders, regions, and cross-border interactions from a wide variety of different theoretical, methodological and analytical backgrounds. We welcome papers that address problems and prospects related to EU external borders from legal, political, economic, sociological, cultural, and historical perspectives. The event is the final conference of the EUBORDERREGIONS project (seehttp://www.euborderregions.eu/) and it is expected that the main deliverables and achievements of this four-year research effort will be presented during the conference. However, we also seek to engage a wider community of geographers, political scientists, sociologists and scholars from other disciplines in a multi-disciplinary debate on the changing nature of contemporary borders. 

    Within the overall guidelines of the conference, all proposals will be given serious consideration even if their topics are not explicitly included in the areas of special interest listed below:

    1. Borders and Political Communities-in-the-Making: Experiences of the EU, Russia and post-Soviet Eurasia
    2. Political Space in a Wider Europe: a New Inside / Outside Dynamics?
    3. Cross-border Migrations and Nationalist Mobilization
    4. Managing Visa Regimes: Institutional and Political Facets of Bordering and De-bordering
    5. Trans-border transportation and infrastructural projects in Eurasia
    6. Nation / City Branding and Cross-border Communication
    7. Borders within Russia and the EU: Cultural, Social, Economic
    8. Borders, Margins and Regions in the Common Neighborhood
    9. Borders, Unrecognized States and the Changing Meanings of Sovereignty
    10. Ukraines 2014 revolution and the changing inside - outside dynamics in Europe
    11. Arab springs and autumns in the Euro:Mediterranean borders
    12. Regionalisation and macroregionalisation along the EU borders


    Empirical, methodological, and theoretical, as well as inter-disciplinary, comparative and case studies are welcomed. Case studies have to be analytical, based on empirical analysis or relating the case to broader theoretical frameworks or international norms. Descriptive case-studies are not accepted. 

    Schedule of the conference: The conference will begin with a keynote speech on the morning of November 27, followed by a full day of panels, and a reception in the evening. There will be several panels on the morning of November 28. The conference will conclude with a common lunch (hosted by the organizers) on November 28. On the afternoon ofNovember 28, there will be an optional field trip to the culturally distinct Seto region in the South-East corner of Estonia, close to the border with Russia and Latvia (for more information, see http://www.visitsetomaa.ee/en).

    The Centre for EU-Russia Studies will host a reception on the first day of the conference and a lunch for all participants on the second day. 

    There is no registration fee.

    Proposal submission:
    Paper proposals (using the attached submission form) should be sent by April 20, 2014 to ryhor@ut.ee. Proposals should contain a title and an abstract (up to 300 words), with concise information about research questions, theoretical and empirical approach, and expected results. Please include a short biographical note (focusing on: previous publications, research activities and general research interests, max. 100 words). Authors will be notified by May 20,2014.

  • გამოქვეყნების თარიღი: 17.04.2014

    დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია ლიდერთა მასტერკლასების პროგრამას იწყებს

    17 04/2014

    საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით იწყებს ოფიციალურ საქმიანობას. აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიის მნიშვნელობის ზრდას ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და აღჭურვოს ახალი თაობის პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერები პიროვნული და პროფესიული უნარებით.

    2014 წლის აპრილში აკადემია იწყებს ლიდერთა მასტერკლასების პროგრამის განხორციელებას, რომლის ამერიკულმა მოდელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვება ამერიკულ და ევროპულ საგანმანათლებლო წრეებში. პროექტის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებული და გამორჩეული პროფესიონალები არიან დიპლომატიაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ სხვა საზოგადოებრივ სფეროში. ლიდერთა მასტერკლასები პირველი პროექტია სამხრეთ კავკასიაში და ის სწორედ საქართველოში იწყება. პროექტს მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობა, ბიზნეს საზოგადოება და საერთაშორისო ფონდები. ლიდერთა მასტერკლასების მიზანია, ახალგაზრდების პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული და აკადემიური მომზადება წარმატებული ლიდერობისა და კარიერისათვის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. სწავლების მეთოდიკა ეფუძნება საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით.

    საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ განახადის ფორმა და რეზიუმე და გამოგზავნოთ არაუგვიანეს 20 აპრილისა. კომისია განიხილავს თქვენ განაცხადებს და შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

  • გამოქვეყნების თარიღი: 16.04.2014

    "ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა”- პრეზენტაცია

    16 04/2014

    16 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ  ბოლო წლებში გამოცემული სამეცნიერო პროდუქციის გამოფენა გაიმართება.

    გამოფენის ფარგლებში ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევის სერიის მესამე წიგნის - "ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა” - პრეზენტაცია შედგება.

    მისამართი: გუდიაშვილის ქ. №7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  III კორპუსი,  საკონფერენციო დარბაზი 

  • გამოქვეყნების თარიღი: 16.04.2014

    მისია 2014 - სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში

    16 04/2014

    16 აპრილს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2014“  პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონკურსის სტრუქტურისა და წესების შესახებ, ასევე მოისმინოს კონკურსის პირველი დავალება.

    პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე დაესწრებიან.

    თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“.

    კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები. 

    კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში პარტნიორი ბრენდის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები ხდებიან და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობენ.
    კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს პარტნიორი ბრენდი გადასცემს:
    I ადგილი - 2500 ლარი
    II ადგილი - 1500 ლარი
    III ადგილი - 1000 ლარი

    კონკურსი წელს მეოთხედ გამოცხადდება. სამი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 150 გუნდმა მიიღო. კონკურსის პარტნიორი კომპანიები: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“ და „ნატახტარი“  იყვნენ.

    მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია #107

  • გამოქვეყნების თარიღი: 15.04.2014

    საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია

    15 04/2014

    15 აპრილს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ერთ-ერთი პროგრამის ახალგაზრდული პროექტის  „ICC Youth Georgia“ პრეზენტაცია გაიმართება.

    პროგრამა „ICC Youth Georgia“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა აქტიური და წარმატებული სტუდენტების ჩართვას და მომზადებას სამომავლო ბიზნეს გარემოსთვის, რომელშიც მათ მოუწევთ მუშაობა.

    მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  I კორპუსი 115-ე აუდიტორია

  • გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2014